пятница, 18 декабря 2009 г.

ლელა არაბული

ელ პორტფოლიო - გაკვეთილის გეგმა ლემილზე

პ რ ო ე ქ ტ ი

პროექტის სახელი: თბილისის მოდამოების ფლორა და ფაუნა

პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები იკვლევენ თბილისის მიდამოების ბინადარ ცხოველებსა და მცენარეებს, არკვევენ სახეობრივ შემადგენლობას, ადგენენ მათ ბიომრავალფეროვნებას და გავრცელებას. იკვლევენ ლოკალურ გარემოში მომხდარ ცვლილებებს და მათ გამომწვევ მიზეზებს.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და აგროვებენ ცხოველთა და მცენარეთა სხვადასხვა სახეობებს, იწერენ მონაცემებს, გადაუღებენ სურათებს. ინტერნეტისა და ბიბლიოთეკების საშუალებით მოიძიებენ და ამუშავებენ ლიტერატურულ მონაცემებს თბილისის მიდამოებში გავრცელებულ მცენარეთა და ცხოველთა შესახებ. სარკვევების საშუალებით არკვევენ მოპოვებულ ცხოველთა და მცენარეთა სახეობებს, ადგენენ მათ ბიომრავალფეროვნებას და გავრცელებას. იკვლევენ ეკოსისტემის კომპონენტებს და მათ ურთიერთკავშირს. ვარაუდობენ ლოკალურ გარემოში მომხდარ ცვლილებებს და მათ გამომწვევ მიზეზებს.

მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ლიტერატურის მოძიება ინტერნეტსა და ბიბლიოთეკებში, ლიტერატურის დამუშავება, მასალის (ცხოველთა და მცენარეთა სხვადასხვა სახეობები) მოგროვება, სახეობების რკვევა, ფოტოსურათების გადაღება, კვლევის შედეგების ანალიზი.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ცოცხალ ორგანიზმებზე დაკვირვებისა და ბუნებაში მოქცევის უნარ-ჩვევების გამომუშავება, სწავლობენ სახეობათა რკვევას, ივითარებენ კვლევის, ანალიზის, შეფასებისა და პრობლემის გადაჭრის უნარს. შეიქმნება ვებ-გვერდი, სადაც განთავსდება კვლევის შედეგები - თბილისის მიდამოებში ბინადარ მცენარეთა და ცხოველთა სხვადასხვა სახეობების ფოტოსურათები, ინფორმაცია მათი ბიომრავალფეროვნებისა და გავრცელების შესახებ. შეიქმნება სტენდი (პლაკატი) სკოლაში, გამოიცემა ილუსტრირებული ბროშურები.

სარგებელი სხვებისთვის: კვლევის საბოლოო შედეგებს ინტერნეტისა და ბროშურების სახით გაეცნობიან სხვა სკოლის მოსწავლეები და მიიღებენ ინფორმაციას თბილისის მიდამოებში გავრცელებულ მცენარეთა და ცხოველთა შესახებ.

სამუშაო ენა: ქართული ენა

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: -

საგნებთან / სხვა საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ქიმია.

პროექტის ფასილიტატორი: ლელა არაბული

ფასილიტატორის ელ-ფოსტა: arabulilela@gmail.com

პროექტის ფორუმი:


პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
www.larabuli.blogspot.com